პირამიდა — კეთილდღეობა იზომება რიცხვებში
ახალი, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი შედგება 4 საცხოვრებელი სახლისაგან. სამი სახლი უკვე სრულადაა აშენებული. ხოლო მეოთხე სახლის მშენებლობის დასაწყისი კი 2015 წლის აგვისტოსთვის არის დაგეგმილი.
ახალი, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი შედგება 4 საცხოვრებელი სახლისაგან. სამი სახლი უკვე სრულადაა აშენებული. ხოლო მეოთხე სახლის მშენებლობის დასაწყისი კი 2015 წლის აგვისტოსთვის არის დაგეგმილი.
ტეტრისი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც დაარსდა ქ.თბილისში 2011 წელს და საქმიანობა დაიწყო სანდრო ეულის ქუჩაზე (საბურთალო, თბილისი) მდებარე 2ჰა ტერიტორიის განაშენიანებით. ამ ეტაპზე კომპანიის მიერ აშენებულია და ჩაბარებულია ექსპლოატაციაში - საბურთალოზე 114 ბინიანი , 108 ბინიანი და ვარკეთილში 151 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსები, ასევე რეაბილიტაციის ცენტრის "ჰელზ პალასისა" და სამედიცინო ცენტრი "ინოვას" შენობები. კომპანიის მიერ აშენებულ და მოპირკეთებულ კომერციულ ფართებში განთავსებულია რესტორნები "სტრადა" და "ამრა", ჰიპერმარკეტი "ჯიბე", ფიტნეს-კლუბი "ოკტოპუსი", სადაზღვევო კომპანია "არდის" სერვის ცენტრი.
ტეტრისის მიერ საბურთალოსა და ვარკეთილში არჩეულ ტერიტორიებზე არ არის ინტენსიური განაშენიანება და გადატვირთული სატრანსპორტო მაგისტრალები და თბილისის სხვა უბნებთან შედარებით ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. უნდა აღინიშნოს რომ 2017 წლის მაისში სანდრო ეულის ქუჩაზე, ტეტრისის პროექტიდან 20 მეტრის დაშორებით იხსნება ახალი მეტრო სადგური “უნივერსიტეტი”.
სამშენებლო პროექტები ხორციელდება საუკეთესო არქიტექტორების, ინჟინრების და გამოცდილი სამშენებლო გუნდის მიერ. კომპანია იყენებს მაღალი ხარისხის ენერგო ეფექტურ მასალას, რაც სრულად უზრუნველყოფს მაცხოვრებლების გრძელვადიან კომფორტს.
ქალაქგეგმარებითი და ურბანული თვალსაზრისით კომპანიის თითოეულ პროექტში გათვალისწინებულია ღია და დახურული ავტოფარეხები, საზოგადოებრივი დანიშნულების ფართები, რეკრეაციული ზონები.
2016 წლიდან კომპანია აშენებს მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს "პირამიდა" სანდრო ეულის ქუჩაზე, რომელიც 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
კონცერნი "კოდაკო" დაფუძნდა 1991 წელს. კომპანია არის OJSC "Arcelor Mittal Kryviy Rih" - ის ოფიციალური დილერი და მისი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებაა მეტალის იმპორტი და შემდგომი დისტრიბუცია
კნაუფი არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც დაფუძნებულია ოჯახური ბიზნესის საუკეთესო პრინციპებზე და რომელმაც მოახერხა შეენარჩუნებინა ეს პრინციპები, თავისი საქმიანობის გლობალური მასშტაბების მიუხედავად, დღეისათვის საერთაშორისო ჯგუფი კნაუფი მსოფლიოში ერთერთ უდიდეს სამშენებლო პროდუქციის მწარმოებელს წარმოადგენს.
კომპანია "თი თი სი" დაარსდა 2007 წელს, მისი საქმიანობის სფერო გახლავთ სამშენებლო-საავეჯე მასალების იმპორტი და რეალიზაცია
ჰაიდელბერგცემენტი“ საქართველო - ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელია საქართველოში. იგი ჯგუფის „ჰაიდელბერგცემენტი“ წევრია, რომელიც ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ცემენტის, ბეტონისა და აგრეგატების წარმოებაში.
კომპანია ბედეგი დაარსდა 1999 წელს. კომპანია ბედეგი აწარმოებს 30 დასახელების სამშენებლო პროდუქციას: სამშენებლო ბლოკს, ბორდიურს, მოსაპირკეთებელი ფილას, ქვაფენილს და ა.შ.
ტერაბანკი 17 წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. ახლა უკვე - ტერაბანკი, თავდაპირველად „საქართველოს აგრო ბიზნეს ბანკის“ სახელით 1999 წლის 10 დეკემბერს დაარსდა.
“კაპიტელი" წარმოადგენს წამყვან საპროექტო კომპანიას საქართველოში. კომპანიის საქმიანობა მიმართულია მოკლე ვადებში შექმნას მყარი, საიმედო, ოპტიმალური და უსაფრთხო შენობა-ნაგებობები
Giorgi Khmaladze Architects არის არქიტექტურული სტუდია, რომელიც ანხორციელებს როგორც მცირედა დიდი ზომის სამშენებლო პროექტებს ისე ქალაქგეგმარებით ურბანულ პროექტებს.